კვარაცხელია მე-20 ტურის სიმბოლურ ნაკრებში დაასახელეს
კვარაცხელია მე-20 ტურის სიმბოლურ ნაკრებში დაასახელეს

WhoScored-მა რუსეთის პრემიერ ლიგის მე-20 ტურის საუკეთესო ფეხბურთელთა სიმბოლური გუნდი წარმოადგინა. ფეხბურთის ანალიზისა და სტატისტიკის საერთაშორისო პორტალმა 11 რჩეულში საქართველოს ნაკრებისა და ყაზანის „რუბინის“ თავდამსხმელი ხვიჩა კვარაცხელიაც დაასახელა.

ტურის საუკეთესო მოთამაშეები გახდნენ „ურალის” ნახევარმცველი რაფალ ავგუსტინიაკი და „სოჭის“ ნახევარმცველი კრისტიან ნობა, რომლებმაც 8.7 ქულა მიიღეს. ავგუსტინიაკმა ორი გოლი გაიტანა „კრასნოდართან“, ხოლო ნობოამ ორი საგოლე გადაცემით არსენალ „ტულის“ დამარცხებაში დიდი როლი ითამაშა. კვარაცხელიამ კი მოსკოვში „სპარტაკთან“ მოგებულ მატჩში 8,3 ქულა მიიღო.

შეგახსენებთ, რომ „რუბინმა“ მოსკოვში „სპარტაკს“ 2:0 მოუგო. ორივე გოლი საქართველოს ნაკრების თავდამსხმელის დამსახურება იყო, პლუს მეტოქის მოთამაშის გაძევებას შეუწყო ხელი და „რუბინმა“ მოსკოვში 11-წლიანი პაუზის შემდეგ მოიგო – 2:0. მას საბოლოოდ, შეხვედრის საუკეთესო მოთამაშის პრიზი გადასცეს.

აღსანიშნავია, რომ კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში „რუბინში“ 17 მატჩი ჩაატარა, ტურის სიმბოლურ ნაკრებში კი 6-ჯერ დაასახელეს.