კვარაცხელია „ჯვაროსნებთან“ ვარჯიშობს - საქართველოს ნაკრებს ფიზმომზადებაში „მარსელის“ ექს-მწვრთნელი დაეხმარება #1TVSPORT
კვარაცხელია „ჯვაროსნებთან“ ვარჯიშობს - საქართველოს ნაკრებს ფიზმომზადებაში „მარსელის“ ექს-მწვრთნელი დაეხმარება #1TVSPORT

ივნისში დაგეგმილი ამხანაგური მატჩებისთვის საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა „ზესტაფონის“ თბილისის ზღვის ბაზაზე მზადება დაიწყო. ვილი სანიოლის ხელმძღვანელობით დღეს გუნდმა არასრული შემადგენლობით პირველად ივარჯიშა.

სფფ-ის პრეს-სამსახურის ცნობით, შვიდმა ფეხბურთელმა ინდივიდუალურად ივარჯიშა – გურამ კაშიამ, ხვიჩა კვარაცხელიამ, ოთარ კიტეიშვილმა, საბა ლობჟანიძემ, ჯაბა ჯიღაურმა, ირაკლი აზაროვმა და გოგა ჩაბრაძემ. საკლუბო მატჩების გამო ეროვნულ ნაკრებს აკლდნენ გიორგი აბურჯანია, ოთარ კაკაბაძე და გურამ გიორბელიძე. ისინი გუნდს მომდევნო დღეებში შეუერთდებიან.

არის კიდევ ერთი ძლიან მნიშვნელოვანი ამბავი – ამიერიდან საქართველოს ნაკრებში ფიზმომზადების მიმართულებით ფრანგი სპეციალისტი იმუშავებს. საქართველოს ნაკრების სამწვრთნელო შტაბის წევრი გახდა ფაბიენ ბოსუე, რომელიც სხვადასხვა დროს საფეხბურთო კლუბ „ლე მანში“, მარსელის „ოლიმპიკსა“ და „ნოტინგემ ფორესტში“ საქმიანობდა. ფაბიენ ბოსუე საქართველოს ნაკრებში თავის საქმიანობას უკვე შეუდგა.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ამხანაგური მატჩებისთვის:

მეკარეები:

გიორგი ლორია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), ლაზარე კუპატაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო), გიორგი მამარდაშვილი (ლოკომოტივი, თბილისი, საქართველო)

მცველები

გურამ კაშია (ლოკომოტივი, თბილისი, საქართველო), ოთარ კაკაბაძე (ტენერიფე, ესპანეთი), ლაშა დვალი (ფერენცვაროში, ბუდაპეშტი, უნგრეთი), დავით ხოჭოლავა (შახტარი, დონეცკი, უკრაინა), გურამ გიორბელიძე (ვოლფსბერგერი, ავსტრია), სოლომონ კვერკველია (როტორი, ვოლგოგრადი, რუსეთი), გრიგოლ ჩაბრაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო), ირაკლი აზაროვი (დინამო, ბათუმი, საქართველო)

ნახევარმცველები

ნიკა კვეკვესკირი (ლეხი, პოზნანი, პოლონეთი), გიორგი აბურჯანია (კარტახენა, ესპანეთი), საბა ლობჟანიძე (ანკარაგუჯუ, ანკარა, თურქეთი), ჯაბა ჯიღაური (დინამო, ბათუმი, საქართველო), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, გრაცი, ავსტრია), ხვიჩა კვარაცხელია (რუბინი, ყაზანი, რუსეთი), ვაკო გვილია (ლეგია, ვარშავა, პოლონეთი), ზურიკო დავითაშვილი (როტორი, ვოლგოგრადი, რუსეთი), მურთაზ დაუშვილი (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), ლევან შენგელია (კონიასპორი, კონია, თურქეთი)

თავდამსხმელები

თორნიკე ოქრიაშვილი (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მიქაუტაძე (სერენი, ბელგია), ბუდუ ზივზივაძე (ფეჰერვარი, სეკეშფეჰერვარი, უნგრეთი), გიორგი ბერიძე (უიპეშტი, ბუდაპეშტი, უნგრეთი)