მეოთხედ მიმდინარე სეზონში - კვარაცხელია „რუბინის“ აპრილის მოთამაშეა #1TVSPORT
მეოთხედ მიმდინარე სეზონში - კვარაცხელია „რუბინის“ აპრილის მოთამაშეა #1TVSPORT

ხვიჩა კვარაცხელია ყაზანის „რუბინის“ გულშემატკივრებმა აპრილის თვის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს – ინფორმაციას კლუბის ოფიციალური გვერდი ავრცელებს.

„კვარაცხელია აპრილში „რუბინის“ საუკეთესო ფეხბურთელია! ხვიჩას ხმა ფანების 90%-მა მისცა. გასულ თვეში, კვარამ სამი თამაში ჩაატარა, რომელშიც გუნდმა სამი გამარჯვება მოიპოვა. ხვიჩამ გამარჯვების გოლი „სოჭთან“ გაიტანა“, – წერია ყაზანის „რუბინის“ ოფიციალურ გვერდზე.

კვარაცხელიამ ამ სამი მატჩიდან ფაქტობრივად, მხოლოდ 2 ჩაატრა, ხოლო 18 აპირლსურალთან“ შეხვედრაში 32-ე წუთზე დაშავდა და დღემდე მკურნალობს, რის გამოც აპრილში „რუბინს“ ერთ მატჩში ვერ დაეხმარა.

მიუხედავად ამისა, გულშემატკივრებს 20 წლის ქართველი თავდამსხმელი ძალიან უყვართ და მას მხარს უჭერენ. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე სეზონში ხვიჩა კვარაცხელია გუნდის თვის საუკეთესო მოთამაშედ მეოთხედ დაასახელეს – აქამდე საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა პრიზი აგვისტოში, სექტემბერში და ოქტომბერში მიიღო.