კუნძულ იავაზე ვულკანის ამოფრქვევის შედეგად სულ მცირე 22 ადამიანი დაიღუპა

09:05, 07.12.2021

ინდონეზიის კუნძულ იავაზე ვულკანის ამოფრქვევის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ სულ მცირე 22 შეადგინა. კიდევ 27 ადამიანი დაკარგულად მიიჩნევა.

კუნძულ იავას ყველაზე მაღალი ვულკანი სემერუ ბოლო სამი დღის განმავლობაში ორჯერ ამოიფრქვა. მეორე ამოფრქვევა კი, ორშაბათს მოხდა.

პირველად სემერუ შაბათს ამოიფრქვა, რის შედეგადაც გარშემო მდებარე სოფლები ფერფლით დაიფარა. ადგილზე მიმდინარეობს სამძებრო-სამაშველო სამუშაოები. ინდონეზიის ვულკანოლოგიის ცენტრის ცნობით, ვულკანი ამ დრომდე აქტიური რჩება.

მსგავსი