კუმანს სურს მესი დაცვითი მოქმედებებისგან გაანთავისუფლოს
კუმანს სურს მესი დაცვითი მოქმედებებისგან გაანთავისუფლოს

კატალონური გამოცემა „ელ მუნდო დეპორტივოსთვის” ცნობილი გახდა, როგორ აპირებს „ბარსელონას“ ახალი მთავარი მწვრთნელი რონალდ კუმანი ფორვარდ ლიონელ მესის გამოყენებას.

წყაროს ცნობით, ნიდერლანდელი სპეციალისტი გუნდს 4-2-3-1 სქემით ათამაშებს, რომელშიც არგენტინელს მიენიჭება „ცრუ“ მარჯვენა გარემარბის პოზიცია. ფორვარდს მოუწევს შეტევის მთელს ფრონტზე გადაადგილება და დარტყმისთვის ან სახიფათო გადაცემისთვის შესაძლებლობის ძებნა.

ამასთან, კუმანს სურს, რომ მესი მხოლოდ შეტევაზე იყო კონცენტრირებული და არ ჩავიდეს მოედნის ცენტრში ბურთის მისაღებად. ასევე მწვრთნელი აპირებს გაანთავისუფლოს ფორვარდი დიდი რაოდენობით დაცვითი სამუშაოსგან.

ორშაბათს მესიმ განაახლა ვარჯიშები „ბარსელონაში“.

ესპანეთში ახალი სეზონი 11 სექტემბერს დაიწყება, თუმცა, „ბარსელონას“ მატჩი პირველ ტურში “ელჩეს” წინააღმდეგ გაურკვეველი ვადით არის გადადებული.