კუმანმა დაასახელა „ბარსელონას“ მოთამაშეები, რომლებსაც იჯარით წასვლას ურჩევს
კუმანმა დაასახელა „ბარსელონას“ მოთამაშეები, რომლებსაც იჯარით წასვლას ურჩევს

„ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა რონალდ კუმანმა აღნიშნა, რომ მისი გუნდის ზოგიერთი ფეხბურთელისთვის უმჯობესი იქნება, თუ იჯარით რომელიმე სხვა გუნდში გადავლენ, რადგან ამ სეზონში მცირე შანსი აქვთ კატალონელთა რიგებში მუდმივი სათამაშო დრო მიიღონ.

„არ არის მართალი, რომ პუიგზე იმედებს არ ვამყარებ. მას ორი დღის წინ ველაპარაკე. ხშირი კონტაქტი მაქვს ახალგაზრდა ფეხბურთელებთან, მათ უნდა ითამაშონ. არ შეიძლება ისინი სათამაშო დროის გარეშე რჩებოდნენ. პუიგი, ალენია, პედრი… მე ვუთხარი მათ, რომ დიდი კონკურენცია არსებობს. მათ აქვთ აქ პერსპექტივები, მაგრამ თავის გამოჩენაზე უნდა იზრუნონ. მე მათ იჯარით წასვლას ვურჩევდი. 20 წლის ასაკში ახალგაზრდა ფეხბურთელები უნდა თამაშობდნენ. არ შეიძლება გარკვეული დრო უმუშევარი რჩებოდნენ“, – თქვა კუმანმა.

„ბარსელონა“ პირველ შეხვედრას ესპანეთის ჩემპიონატში 27 სექტემბერს ჩაატარებს, როცა საკუთარ მოედანზე მიიღებს „ვილიარეალს“.