დანიის ნაკრების ფეხბურთელი კრისტიან ერიკსენი გონს მოვიდა
დანიის ნაკრების ფეხბურთელი კრისტიან ერიკსენი გონს მოვიდა, მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება.
შეგახსენებთ, რომ კოპენჰაგენში გამართული მატჩისას მარცხენა ფლანგზე ბურთის მიღების შემდეგ დანიის ნაკრების ფეხბურთელი კრისტიან ერიკსენი შეუძლოდ გახდა და მოედანზე დაეცა.
მასთან წამიერად გაჩნდა სამედიცინო პერსონალი. რამდენიმე წუთში ის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
კოპენჰაგენის სტადიონის ტრიბუნაზე შეკრებილი გულშემატკივარი მოუთმენლად ელოდა ინფორმაციას ერიკსენის ჯანმრთელობის შესახებ. მატჩის დიქტორმა გამოაცხადა, რომ ფეხბურთელი გონს მოვიდა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დასტაბილურდა.
Following the medical emergency involving Denmark’s player Christian Eriksen, a crisis meeting has taken place with both teams and match officials and further information will be communicated at 19:45 CET.
The player has been transferred to the hospital and has been stabilised.
— UEFA EURO 2020 (@EURO2020) June 12, 2021