კრიშტიანო რონალდომ სლოვაკეთთან დუბლი შეასრულა და ახალი რეკორდები დაამყარა - ევრო 2024-ის შესარჩევი, J ჯგუფი [ვიდეო] #1TVSPORT
ფაქტები
* კრიშტიანო რონალდომ მე-3 ათწლეულში გაიტანა 100 გოლი:
2000-იანები: 206
2010-იანები: 550
2020-იანები: 101
პორტუგალიელამდე ამის გაკეთება მხოლოდ ხუთმა ფეხბურთელმა შეძლო: ალფრედო დი სტეფანომ (40-60-იანი წლები), ფერენც პუშკაშმა (40-60-იანები), პელემ (50-70-იანები), რომარიომ (80-00-იანები) და ლიონელ მესიმ (00-20-იანები).
* სლოვაკეთის კარში მეორე გოლი კრიშტიანო რონალდოსთვის საიუბილეო იყო: პენალტების გათვალისწინების გარეშე, მან კარიერაში 700 გოლი დააგროვა (პენალტებიანად მისი კარიერული მონაგარია – 857 გოლი).
* რონალდოს ნაკრებში 125 გოლი აქვს. მან საკუთარი რეკორდი განაახლა, რომელიც ორი წლის წინ დაამყარა. კრიშტიანო 17 გოლით უსწრებს ირანელ ალი დაეის და 21 გოლით არგენტინელ ლიონელ მესის.
* პორტუგალიამ შვიდიდან შვიდი მატჩი მოიგო რობერტო მარტინესის ხელმძღვანელობით. ბურთების შეფარდება – 27:2. კრიშტიანო რონალდომ შვიდი გოლი გაიტანა.
* ევროპის წინა ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის გათვალისწინებით, პორტუგალია ზედიზედ რვა მატჩი არ უშვებდა გოლს.
ისლანდია-ლუქსემბურგი 1:1
გოლები: 1:0 ოუსკარსონი (23), 1:1 როდრიგესი (46)
ლიხტენშტაინი-ბოსნია 0:2
გოლები: 0:1 რაჰმანოვიჩი (13), 0:2 სტევანოვიჩი (41)
პორტუგალია-სლოვაკეთი 3:2
გოლები: 1:0 გონსალო რამოში (18), 2:0 კრიშტიანო რონალდო (29-პენ), 2:1 ჰანცკო (69), 3:1 კრიშტიანო რონალდო (72), 3:2 ლობოტკა (80)
პორტუგალია: დიოგო კოშტა, ჟოაო კანსელო, რუბენ დიაში, ანტონიო სილვა, დიოგო დალოტი, ბრუნო ფერნანდეში, ბერნარდო სილვა (86. რუბენ ნევეში), პალინია (86. ოტავიო), რაფაელ ლეაო (65. ჟოაო ფელიქსი), კრიშტიანო რონალდო, გონსალო რამოში (87. დიოგო ჟოტა).
|
თ |
მ |
ფ |
წ |
ბ |
ქ |
| 1. პორტუგალია |
7 |
7 |
0 |
0 |
27-2 |
21 |
| 2. სლოვაკეთი |
7 |
4 |
1 |
2 |
10-5 |
13 |
| 3. ლუქსემბურგი |
7 |
3 |
2 |
2 |
8-17 |
11 |
| 4. ბოსნია |
7 |
3 |
0 |
4 |
7-9 |
9 |
| 5. ისლანდია |
7 |
2 |
1 |
4 |
11-10 |
7 |
| 6. ლიხტენშტაინი |
7 |
0 |
0 |
7 |
1-21 |
0 |