კრიშტიანო რონალდომ საკონტროლო მატჩში ჰეთთრიკი შეასრულა [ვიდეო] #1TVSPORT
კრიშტიანო რონალდომ საკონტროლო მატჩში ჰეთთრიკი შეასრულა [ვიდეო] #1TVSPORT

პორტუგალიაში საკონტროლო შეხვედრა გაიმართა, რომელშიც საუდის არაბეთის „ალ-ნასრმა“ 4:0 დაამარცხა ადგილობრივი „რიუ ავე“.

„ალ-ნასრის“ 40 წლის ფორვარდმა კრიშტიანო რონალდომ ჰეთთრიკი შეასრულა – გაიტანა გოლი ფეხით, თავით და 11-მეტრიანიდან.

აღსანიშნავია, რომ ორი საგოლე პასი მიითვალა ჟოაო ფელიქსმა.