კრიშტიანო რონალდომ მეოთხე კლუბში გაიტანა 100 გოლი - ეს მსოფლიო რეკორდია #1TVSPORT
კრიშტიანო რონალდო უნიკალური რეკორდის ავტორი გახდა. „ალ-ნასრმა“ საუდის არაბეთის სუპერთასის ფინალში პენალტების სერიაში წააგო „ალ-აჰლისთან“ (2:2, პენალტებით 3:5).
რონალდომ ამ შეხვედრაში ანგარიში გახსნა, რითიც „ალ-ნასრში“ თავისი მე-100 გოლი გაიტანა, შესაბამისად, ის გახდა პირველი ფეხბურთელი ისტორიაში, ვინც, მინიმუმ, 100 გოლი დააგროვა ოთხ სხვადასხვა კლუბში: მადრიდის „რეალში“ მან 450 გოლი გაიტანა, „მანჩესტერ იუნაიტედში“ – 145, „იუვენტუსში“ – 101.
გარდა ამისა, კრიშტიანოს 138 გოლი აქვს პორტუგალიის ნაკრებში.
სულ კარიერაში პორტუგალიელს 939 გოლი დაუგროვდა.