კრიშტიანო რონალდომ „ალ-ნასრში“ პირველი გოლი გაიტანა [ვიდეო] #1TVSPORT
კრიშტიანო რონალდომ „ალ-ნასრში“ პირველი გოლი გაიტანა [ვიდეო] #1TVSPORT

საუდის არაბეთის ჩემპიონატის მე-15 ტურში კრიშტიანო რონალდომ პირველი ოფიციალური გოლი გაიტანა. მისმა „ალ-ნასრმა“ სწორედ პორტუგალიელის პენალტით გაათანაბრა ანგარიში 90-ე წუთზე და შეხვედრა 2:2 დასრულდა.

„ალ-ნასრმა“ ჩემპიონატში წაუგებელი სერია 13 მატჩამდე გაზარდა და 34 ქულით ლიდერობს. კრიშტიანო რონალდოს გადასვლის შემდეგ კლუბმა სამი მატჩი ჩაატარა და მხოლოდ ერთი მოიგო.