კრიშტიანო რონალდომ „ალ-ნასრში“ 2.5 წელიწადში 12 ტიტული წააგო #1TVSPORT
კრიშტიანო რონალდოს „ალ-ნასრმა“ საუდის არაბეთის სუპერთასის ფინალი წააგო „ალ-აჰლისთან“.
ძირითადი დრო 2:2 დასრულდა. „ალ-ნასრი“ რონალდოსა და მარსელო ბროზოვიჩის გოლებით ორჯერ იგებდა. „ალ-აჰლიმ“ ორივეჯერ გაათანაბრა (მეორე გოლი 89-ე წუთზე გაიტანა), რის შემდეგაც პენალტების სერია 5:3 მოიგო.
კრიშტიანო რონალდომ ორწელიწად-ნახევარში 12 ტურნირი წააგო. ის „ალ-ნასრში“ 2023 წლის იანვარში გადავიდა და კლუბთან ერთად არცერთი ოფიციალური ტურნირი არ მოუგია. საუდის არაბეთის კლუბმა პორტუგალიელთან ერთად მხოლოდ ერთ ტურნირში გაიმარჯვა – ეს იყო არაბეთის ჩემპიონთა თასი, რომელიც არაოფიციალურ შეჯიბრად მიიჩნევა.