კრიშტიანო რონალდო-უმცროსმა პორტუგალიის U15 ნაკრებში დუბლი შეასრულა [ვიდეო] #1TVSPORT
კრიშტიანო რონალდო-უმცროსმა პორტუგალიის U15 ნაკრებში დუბლი შეასრულა [ვიდეო] #1TVSPORT

საუდის არაბეთის „ალ-ნასრის“ ფორვარდის, კრიშტიანო რონალდოს ვაჟმა, კრიშტიანო რონალდო-უმცროსმა დუბლი შეასრულა პორტუგალიის 15-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობაში.

პორტუგალიის ნაკრები ხორვატიაში მონაწილეობას იღებდა ვლატკო მარკოვიჩის ტურნირზე. პორტუგალიელებმა ფინალში ხორვატიას 3:2 მოუგეს და ორი გოლი 14 წლის რონალდომ გაიტანა. ეს მისი პირველი გოლები იყო ეროვნულ გუნდში.

კრიშტიანო რონალდო-უმცროსი 2023 წლიდან თამაშობს „ალ-ნასრის“ აკადემიაში.