კრიშტიანო რონალდოს ვაჟი კრიშტიანო რონალდო-უმცროსი, მამის მსგავსად, საუდის არაბეთის „ალ-ნასრში“ თამაშობს, ოღონდ U15-ის კატეგორიაში და ფანტასტიკურ შედეგიანობას აჩვენებს.
ამ დღეებში 15-წლიანების „ალ-ნასრმა“ „ალ-იტიჰადის“ წინააღმდეგ ითამაშა და 10:9 მოიგო. ათივე გოლი გამარჯვებულთა რიგებში უმცროსმა კრიშტიანო რონალდომ გაიტანა.

სხვათა შორის, რამდენიმე დღის წინ „ალ-ნასრმა“ (U15) 7:0 გაანადგურა „ალ-ჰილალი“ და ამ მატჩშიც ყველა გოლი კრიშტიანო-უმცროსმა შეაგდო. ასე რომ, ბოლო ორ შეხვედრაში კრიშტიანო რონალდოს ვაჟის ანგარიშზე 17 გოლია.
