კრიშტიანო რონალდო შეიძლება ინგლისში დაბრუნდეს - პორტუგალიელით „ნიუკასლი“ ინტერესდება #1TVSPORT
კრიშტიანო რონალდო შეიძლება ინგლისში დაბრუნდეს - პორტუგალიელით „ნიუკასლი“ ინტერესდება #1TVSPORT

საუდის არაბეთის „ალ-ნასრის“ ფორვარდი კრიშტიანო რონალდო შეიძლება ინგლისის პრემიერლიგაში დაბრუნდეს.

პორტალ Goal.com-ის ინფორმაციით, 38 წლის პორტუგალიელით დაინტერესებულია „ნიუკასლი“, რომელიც მზად არის, წინადადებით მიმართოს ფეხბურთელსა და მის კლუბს. ასევე, ინგლისური გუნდი გეგმავს „პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდის, ნეიმარის გაფორმებას.

ადრე დაიწერა იმის შესახებ, რომ რონალდოს საუდის არაბეთთან ადაპტაციის პრობლემები შეექმნა და ამის გამო „ალ-ნასრის“ დატოვება სურს.