კრიშტიანო რონალდო საუდის არაბეთის ჩემპიონი გახდა, საჩემპიონო მატჩში პორტუგალიელმა დუბლი შეასრულა [ვიდეო] #1TVSPORT
საუდის არაბეთის ჩემპიონატის ბოლო ტურში კრიშტიანო რონალდოს „ალ-ნასრმა“ შინ 4:1 დაამარცხა „დამაკი“ და ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
ოთხიდან ორი გოლი კრიშტიანომ გაიტანა და ამ დუბლის წყალობით კარიერაში თავისი გოლების მონაგარი 973-ე აიყვანა. 41 წლის პორტუგალიელს საკლუბო დონეზე 831 გოლი აქვს, კიდევ 142 გოლი მან პორტუგალიის ნაკრებში გაიტანა.
„ალ-ნასრი“ 2019 წლის შემდეგ პირველად გახდა ქვეყნის ჩემპიონი, სულ კი ეს მე-11 საჩემპიონო ტიტულია გუნდისთვის. უფრო მეტი გამარჯვება „ალ-ჰილალსა“ (21) და „ალ-იტიჰადს“ (14) აქვთ.
კრიშტიანო რონალდოსთვის ეს არის პირველი ტიტული „ალ-ნასრის“ შემადგენლობაში. მან ჩემპიონატი 28 გოლით დაასრულა და საუკეთესო ბომბარდირთა სიაში მესამე ადგილზე გავიდა – ჩამორჩა ხულიან ანდრეს კინიონესს „ალ-კადისიიდან“ (33 გოლი) და აივენ ტოუნის „ალ-აჰლიდან“ (32).