კრიშტიანო რონალდო – მადლობა ჩემს თანაგუნდელებს, რომ დუბლის შესრულებაში დამეხმარნენ [ვიდეო] #1TVSPORT
პორტუგალიის ნაკრემა ევრო 2020 უნგრეთთან გამარჯვებით გახსნა. კრიშტიანო რონალდოს დუბლის წყალობით პორტუგალიელებმა უნგრეთს 3:0 სძლიეს.
ამ მატჩში რონალდომ დუბლი შეასრულა და 11 გოლით ევროპის ჩემპიონატების ბომბარდირთა შორის დაწინაურდა. 9 გოლი აქვს მიშელ პლატინის.
„იუვენტუსის“ ვარსკვლავი კიდევ ერთი რეკორდის შემოქმედი გახდა – მას უკვე ყველაზე მეტ, 5 ევროპის ჩემპიონატზე აქვს ნათამაშები.
უნგრეთთან მატჩის შემდეგ საუკეთესო ფეხბურთელად სწორედ რონალდო დასახელდა. მისი კომენტარი ასეთი იყო:
„მთავარი გამარჯვებაა. დავუპირისპირდით მეტოქეს, რომელიც დაცვაში მაღალ დონეზე თამაშობდა. მადლობა ჩემს თანაგუნდელებს, რომებიც დუბლის შესრულებაში დამეხმარნენ. ტურნირის სტარტზე გამარჯვებამ თავდაჯერება შეგვმატა.“
1⃣1⃣
— UEFA EURO 2020 (@EURO2020) June 15, 2021