კრის სმოლინგი „რომასთან“ პერმანენტული კონტრაქტის გაფორმების შესაძლებლობას განიხილავს
კრის სმოლინგი „რომასთან“ პერმანენტული კონტრაქტის გაფორმების შესაძლებლობას განიხილავს

„მანჩესტერ იუნაიტედის“ მცველი კრის სმოლინგი, რომელიც იჯარის წესით „რომაში“ თამაშობს, იტალიურ კლუბთან პერმანენტული კონტრაქტის გაფორმების საკითხს განიხილას. მანჩესტერულ გრანდთან სმოლინგის შეთანხმება 2022 წლამდეა ძალაში და კლუბს ამ ვადის ერთი წლით გახანგრძლივების უფლებაც აქვს, თუმცა ფეხბურთელი აცხადებს, რომ იტალიაში თავს უკეთ გრძნობს.

„იტალია ჩემთვის ახალი ქვეყანა და გამოცდილება იყო“, – ამბობს სმოლინგი, – „თუმცა, გუნდთან შეგუება არ გამჭირვებია და გულშემატკვრებიც ძალიან თბილად შემხვდნენ. ამიტომ, საინტერესო გადაწყვეტილების მიღება მომიწევს. ვნახოთ, რა იქნება სეზონის ბოლოს“.

რამდენიმე დღის წინ, სმოლინგმა ასევე განაცხადა, რომ ძველი ფორმის აღდგენისა და 2020 წლის ევროპის ჩემპიონატისთვის ინგლისის ნაკრებში დაბრუნების იმედიც აქვს.