კრემლში ადასტურებენ, რომ ვლადიმერ პუტინსა და დონალდ ტრამპს შორის სატელეფონო საუბარი შედგა
რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. ინფორმაციას ადასტურებს რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე იური უშაკოვი.
უშაკოვის თქმით, საუბარი 40 წუთს გაგრძელდა.
„აშშ-ის პრეზიდენტის ინიციატივით, დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი შედგა“, – განუცხადა მან ჟურნალისტებს.
უშაკოვის თქმით, პუტინმა და ტრამპმა რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების გაგრძელების შესახებ განაცხადეს.
მანამდე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ დონალდ ტრამპმა ევროპელ ლიდერებთან შეხვედრა შეწყვიტა, რათა ვლადიმერ პუტინთან დაერეკა.