კორონავირუსის გამო, „ბრენტფორდისა“ და „მანჩესტერ იუნაიტედის“ შეხვედრა გადაიდო #1TVSPORT
კორონავირუსის გამო, „ბრენტფორდისა“ და „მანჩესტერ იუნაიტედის“ შეხვედრა გადაიდო #1TVSPORT

ინგლისის პრემიერლიგამ თავის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოაცხადა „ბრენტფორდსა“ და „მანჩესტერ იუნაიტედს“ შორის მე-17 ტურის მატჩის გადადების შესახებ. მიზეზი კორონავირუსის ინფექციაა.

გადაწყვეტილება სამედიცინო კონსულტანტების რეკომენდაციის შემდეგ პრემიერლიგის საბჭომ მიიღო. თამაშის გადადება „მანჩესტერ იუნაიტედმა“ ითხოვა, რადგან ამ გუნდში გრძელდება კორონავირუსის შემთხვევების დაფიქსირება.

ამჟამად, „იუნაიტედი“ საწვრთნელ კომპლექსშია იზოლირებული, რათა გააკონტროლოს ინფექციის აფეთქება და მინიმუმზე დაიყვანოს მოთამაშეებსა და პერსონალში ინფიცირების ახალი შემთხვევები.

მატჩის ახალი თარიღის შესახებ მოგვიანებით გამოცხადდება.