კონსტანტინე გამსახურდია - ზვიად გამსახურდიას სახელი ვიწრო პოლიტიკური მიზნებისათვის არც ერთმა მხარემ არ უნდა გამოიყენოს
კონსტანტინე გამსახურდია - ზვიად გამსახურდიას სახელი ვიწრო პოლიტიკური მიზნებისათვის არც ერთმა მხარემ არ უნდა გამოიყენოს

კონსტანტინე გამსახურდია პოლიტიკურ პარტიებს მიმართავს, საკუთარი ინტერესებისთვის საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას სახელი არ გამოიყენონ. დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი ამბობს, რომ წინასაარჩევნოდ, განსაკუთრებით დაპირისპირებების დროს, ხშირია ზვიად გამსახურდიას სახელის ხსენება, რაც მისთვის მიუღებელია.

„ზვიად გამსახურდიას სახელის ხსენებას ხშირად აქვს ადგილი ბოლო დღეების განმავლობაში. ვგულისხმობ საარჩევნო დაპირისპირების კონტექსტს. არც ერთმა მხარემ არ უნდა გამოიყენოს ის თავისი ვიწრო პოლიტიკური მიზნებისათვის. ზვიად გამსახურდიას სახელს იცავს მისი საქმეები, საქართველოს ერთიანობის საერთო სახალხო ცნობიერება და რასაკვირველია, მას იცავს საქართველოს ისტორია. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ზვიად გამსახურდიას სახელი არ იყოს დაპირისპირების კონტექსტში გამოყენებული“, – განაცხადა კონსტანტინე გამსახურდიამ.