კონგრესმენი მარჯორი ტეილორ გრინი განათლებისა და ბიუჯეტის კომიტეტებიდან გარიცხეს
კონგრესმენი მარჯორი ტეილორ გრინი განათლებისა და ბიუჯეტის კომიტეტებიდან გარიცხეს

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ „რესპუბლიკელი“ კონგრესმენი მარჯორი ტეილორ გრინი განათლებისა და ბიუჯეტის კომიტეტებიდან გარიცხა. „ბიბისის“ ცნობით, დისციპლინარულ ზომებს კენჭისყრაზე 230-მა კონგრესმენმა დაუჭირა მხარი, 199 წინააღმდეგი წავიდა. მათ შორის, გრინის გარიცხვას მიემხრო 11 „რესპუბლიკელიც“.

კონგრესმენს უსაფუძვლო შეთქმულების თეორიების წახალისებასა და დემოკრატების წინააღმდეგ ძალადობის მხარდაჭერაში ედება ბრალი.

კენჭისყრამდე მარჯორი ტეილორ გრინმა მწუხარება გამოთქვა, მის ძველ შეხედულებებთან და გამონათქვამებთან დაკავშირებით. კერძოდ, მან განაცხადა, რომ 2012 წელს სენდი ჰუქის დაწყებით სკოლასა და 2018 წელს პარკლენდის თავდასხმები რეალურად მოხდა და დადგმულად არ მიიჩნევს, როგორც ეს მანამდე მოიხსენია. ასევე აღნიშნა, რომ 2001 წლის 11 სექტემბერს ტერაქტი რეალურად მოხდა და ის ყალბი არ ყოფილა.