კონგრესმენი ბერი ლაუდერმილკი - პილატემ იესოს მეტი უფლება მისცა, ვიდრე დემოკრატებმა დონალდ ტრამპს
კონგრესმენი ბერი ლაუდერმილკი - პილატემ იესოს მეტი უფლება მისცა, ვიდრე დემოკრატებმა დონალდ ტრამპს

კონგრესის წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელი წევრი ბერი ლაუდერმილკი აცხადებს, რომ პილატემ იესოს უფრო მეტი უფლება მისცა, ვიდრე დემოკრატებმა დონალდ ტრამპს. ეს განცხადება რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ჯორჯიის შტატიდან წარმომადგენელთა პალატაში კენჭისყრამდე გამართული დებატების დროს განაცხადა.

„მეექვსე შესწორება უზრუნველყოფს ბრალდებულის უფლებას, პირისპირ შეხვდეს თავის ბრალმდებელს, თუმცა დემოკრატებმა არათუ აუკრძალეს რესპუბლიკელებსა და პრეზიდენტს ე.წ. ინფორმატორის დაკითხვა, არამედ მისი ვინაობა გასაიდუმლოებულია. ვიდრე ამ ისტორიულ კენჭისყრაზე გადახვიდოდეთ, შობამდე ერთი კვირით ადრე მინდა შეგახსენოთ ერთი რამ: როდესაც იესოს ღალატში ცრუ ბრალდება დასდეს, პონციუს პილატემ იესოს მისცა შესაძლებლობა, შეხვედროდა თავის ბრალმდებლებს. ამ ყალბი სასამართლოს დროს, პონციუს პილატემ იესოს უფრო მეტი უფლება მისცა, ვიდრე დემოკრატებმა ამ პროცესში პრეზიდენტს“, – განაცხადა ბერი ლაუდერმილკმა.

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ რამდენიმე საათის წინ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის საქმეში მის წინააღმდეგ ბრალდებები დაამტკიცა.

დატოვე კომენტარი