კონფერენს ლიგის საპასუხო მატჩი | „იბერია“ – „ლევადია“ საქართველოს პირველ არხზე #1TVSPORT

09:00, 29.07.2025

29 ივლისს თბილისში, მიხეილ მესის სახელობის სტადიონზე საქართველოს ჩემპიონი თბილისის „იბერია“ კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში ესტონურ „ლევადიას“ უმასპინძლებს – შეხვედრა 20:00 საათზე დაიწყება, პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი წარმოგიდგენთ.

მატჩამდე თბილისელებმა შეხვედრის მასპინძელ სტადიონზე ივარჯიშეს, მანამდე კი ლევან კორღალიძემ პრესკონფერენცია გამართა.

ტალინში გამართულ მატჩში „იბერიამ“ არაერთი რეალური საგოლე მომენტი შექმნა, მაგრამ ვერ გამოიყენა, საპასუხოდ ესტონელებმა ერთი ბურთი გაიტანეს და მინიმალური ანგარიშით, 1:0 მოიგეს.

„იბერია“ თბილისში გამარჯვებას და მომდევნო ეტაპზე გასვლას შეეცდება. დისკვალიფიკაციის გამო გუნდის კაპიტანი გიზი მამაგეიშვილი ვერ ითამაშებს. ტალინური მატჩი გიორგი ტაბატაძემ ტრავმის გამო გამოტოვა, ამჯერად იგი მზადაა და გუნდს დაეხმარება.

შეხვედრას აზერბაიჯანელ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება: მთავარი არბიტრი კამალ უმუდლუ იქნება, რომელსაც ნამიკ ჰუსეინოვი და ვუსალ მამედოვი დაეხმარებიან, ხოლო მეოთხე მსაჯი ტურალ ყურბანოვი იქნება. კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ვიდეორეფერი არ მუშაობს.

მატჩზე დასასწრები ბილეთები Abaula.ge-ზეა ხელმისაწვდომი. ამას გარდა, თამაშის დღეს მათი შეძენა გულშემატკივრებს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სალაროებში 13:00 საათიდან შეეძლებათ.

მსგავსი