კონფერენს ლიგა | ხოჭოლავას „კოპენჰაგენმა“ კონკურენტი დაამარცხა #1TVSPORT
კონფერენს ლიგა | ხოჭოლავას „კოპენჰაგენმა“ კონკურენტი დაამარცხა #1TVSPORT

კონფერენს ლიგის F ჯგუფიდან შემდეგ ეტაპზე გასასვლელად ქართველი ფეხბურთელების ორი გუნდი იბრძვის. მე-4 ტურში ხოჭოლავას „კოპენჰაგენი“ კონკურენტ პაოკ-ს სალონიკში „ტუმბა-არენაზე“ ესტუმრა და 2:1 დაამარცხა.

დათა ხოჭოლავა სტუმართა ძირითად შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა. ბერძნებმა ანგარიში სწრაფად გახსნეს. მე-8 წუთზე დანიის ჩემპიონს ანდრია ჟივკოვიჩმა გაუტანა. სტუმრებმა წონასწორობა 34-ე წუთზე აღადგინეს. პაოკ-ს პეტერ ანკერსენმა გაუტანა. „კოპენჰაგენი“ მეორე ტაიმში ეფექტური გოლით დაწინაურდა. კევინ დიქსის შესანიშნავი პასით დანიელთა ნახევარმცველმა პეპ ბილმა ისარგებლა და ზუსტად დაარტყა 1:2.

ბოლო წუთები დაძაბული გამოდგა. 90+4-ე წუთზე სალონიკელთა მოთამაშე იოანის მიხაილიდისმა წითელი ბარათი მიიღო, ხოლო საქართველოს ნაკრების მცველი და დანიური გუნდის მწვრთნელი ჯეს ტორუპი გააფრთხილეს. საბოლოოდ, ანგარიში აღარ შეცვლილა და „კოპენჰაგენმა“ 2:1 მოიგო.

ამავე ტურში, გურამ კაშიასა და ჯაბა კანკავას ბრატისლავასსლოვანმა“ გიბრალტარში „ლინკოლნი“ დამაჯერებლად დაამარცხა – 4:1, კაშიამ კი საგოლე გადაცემა შეასრულა.

კონფერენს ლიგის F ჯგუფიდან შემდეგ ეტაპზე გასასვლელად ქართველი ფეხბურთელების ორი გუნდი იბრძვის. 4 ტურის შემდეგ „კოპენჰაგენმა“ 9 ქულა დააგროვა და პირველ ადგილზეა. კაშია-კანკავასსლოვანი“ 7 ქულით მხოლოდ ორი საათი ლიდერობდა, მაგრამ მეორე ადგილზე გადაინაცვლა, რაც ასევე შემდეგ ეტაპზე გასვლის უფლებას იძლევა. სლოვაკების მსგავსად, 7 ქულა აქვს პაოკ-ს, მაგრამ უარესი დამატებითი მაჩვენებლებით მე-3 პოზიციაზეა.