კონფერენს ლიგა | ბათუმის „დინამომ“ ევროსეზონი პირველივე ეტაპზე დაასრულა #1TVSPORT
კონფერენს ლიგა | ბათუმის „დინამომ“ ევროსეზონი პირველივე ეტაპზე დაასრულა #1TVSPORT

კონფერენს ლიგის განმეორებით შეხვედრაში ბათუმის „დინამო“ ალბანურ „ტირანას“ დაუპირისპირდა და 1:2 დამარცხდა.

ალბანეთში გამართული მატჩის 1:1 დასრულების შემდეგ ბათუმის „დინამოს“ მომდევნო წრეში გასვლის უკეთესი შანსი ჰქონდა.  „ბათუმი არენაზე“ ჩატარებულ შეხვედრაში ალბანეთის ვიცე-ჩემპიონი 28-ე წუთზე დაწინაურდა – ფლანგური გადაცემა რეჯი ლუშკიამ დააგვირგვინა (0:1).

შესვენების შემდეგ ბათუმელები ალბანელების დაცვის გატეხვას ცდილობდნენ და ორი სახიფათო მომენტი შექმნეს. გიორგი ზარიას და გიორგი წიტაიშვილის მცდელობები უშედეგო აღმოჩნდა, 78-ე წუთზე კი ალბანელების იშვაითი შეტევა ერდიტ დელიუს გოლით დასრულდა.

საქართველოს ვიცე-ჩემპიონმა ანგარიშის შემცირება 90-ე წუთზე მოახერხა. ღუდუშაური-ვაწაძის შეტევა კაპანაძემ გოლით დააგვირგვინა. თუმცა, ბათუმელებმა თამაშის გადარჩენა ვეღარ მოახერხეს და ევროსეზონში პირველივე მეტოქესთან დამარცხდნენ, „ტირანამ“ კი შემდეგ ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვა.