კოლუმბიაში მცირე ზომის თვითმფრინავი ჩამოვარდა – დაიღუპა 12 ადამიანი

01:07, 10.03.2019

კოლუმბიაში მცირე ზომის სამგზავრო თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა. დაღუპულია ბორტზე მყოფი თორმეტივე პირი.

გავრცელებული ინფორმაციით, თვითმფრინავი ქალაქ სან-ხოსე-დელ-გუავიარედან ვილიავისენსიოში მიფრინავდა. ის ავიაკომპანია „ლაზერის“ საკუთრება იყო.

რამ გამოიწვია კატასტროფა, ამ ეტაპზე უცნობია. ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.

მსგავსი