კოლუმბიაში, კოსტა-რიკასა და პერუში კორონავირუსის პირველი შემთხვევები დადასტურდა
კოლუმბიაში, კოსტა-რიკასა და პერუში კორონავირუსის პირველი შემთხვევები დადასტურდა

კოლუმბიაში კორნავირუსის პირველი შემთხვევა გამოვლინდა. „ბიბისის“ ცნობით, აღნიშნული ინფორმაცია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრომ გაავრცელა. უწყების ცნობით, დაავადებული 19 წლის გოგონაა, რომელიც ქვეყანაში მილანიდან ჩავიდა.

კოლუმბიის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, ახალი ტიპის კორონავირუსის გამოვლენის შედეგად ქვეყანა დაავადებისთვის მზადების ფაზიდან დაავადების გავრცელების შეკავების ფაზაზე გადადის.

კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა კოსტა-რიკაშიც. აღნიშნული ინფორმაცია ქვეყნის პრეზიდენტმა, კარლოს ალვარადომ დაადასტურა. კოსტა-რიკის ხელისუფლებას პაციენტის შესახებ ინფორმაცია ჯერ არ გაუვრცელებია.

კორონავირუსის პირველი შემთხვევა პერუშიც დაფიქსირდა. ამის შესახებ პერუს პრეზიდენტმა, მარტინ ვისკარამ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ინფიცირებული 25 წლის მამაკაცია, რომელმაც ცოტა ხნის წინ იმოგზაურა ევროპაში, კერძოდ, ესპანეთში, საფრანგეთსა და ჩეხეთში.