კოლუმბიაში, ერთ-ერთ სამხედრო ბაზაზე აფეთქების შედეგად 36 ადამიანი დაშავდა
კოლუმბიაში, ერთ-ერთ სამხედრო ბაზაზე აფეთქების შედეგად 36 ადამიანი დაშავდა

კოლუმბიაში, ერთ-ერთ სამხედრო ბაზაზე ავტომობილში დამონტაჟებული ასაფეთქებელი მოწყობილობის ამოქმედების შედეგად, 36 ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ კოლუმბიის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

აფეთქება ვენესუელას საზღვართან ახლოს მდებარე სამხედრო ბაზაზე მოხდა. ამ ბაზაზე არმიის 30-ე ბრიგადაა განთავსებული. „როიტერის“ ინფორმაციით, დაშავებულთაგან 29 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

კოლუმბიის თავდაცვის მინისტრის ვერსიით, აფეთქების უკან ეროვნული-განმათავისუფლებელი არმიის წევრები დგანან. მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.