კოლუმბიაში ძლიერი წვიმით გამოწვეული მეწყერის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა

11:49, 03.11.2021

კოლუმბიაში ძლიერი წვიმით გამოწვეულმა მეწყერმა 11 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

შემთხვევა კოლუმბიის სამხრეთით, ნარინოს პროვინციაში მოხდა. დაშავებულია 10 ადამიანი, 20 კი, დაკარგულად ითვლება.

ადგილობრივმა ხელისუფლებამ ადგილზე სამაშველო ჯგუფები მიავლინა, თუმცა სამაშველო ოპერაციები შეჩერდა, რადგან ძლიერი წვიმის გამო ისევ არსებობს მეწყერის ჩამოწოლის საშიშროება.

მსგავსი