კოლუმბია-იაპონია: მატჩის ანონსი
კოლუმბია-იაპონია: მატჩის ანონსი

19 ივნისი. სარანსკი. სტადიონი “მორდოვია-არენა“. დასაწყისი – 16:00
მსაჯი: დამირ სკომინა (სლოვენია)

ოთხი წლის შემდეგ, კოლუმბია და იაპონია ისევ გადაიკვეთნენ მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე. თუმცა, ბრაზილიაში ეს გუნდები ხურავდნენ ჯგუფურ ეტაპს, ახლა კი პირველ ტურში ითამაშებენ.

ჯგუფში არ არის გერმანიის, ესპანეთის ან საფრანგეთის მსგავსი გამოკვეთილი ფავორიტი, თუმცა უფრო მაღლა კოლუმბიას აყენებენ.

წინა ჩემპიონატზე პეკერმანის გუნდი მეოთხედფინალამდე მივიდა, სადაც მასპინძლებთან წააგო, თუმცა ბევრით არ ჩამოუვარდებოდა ბრაზილიას.

იაპონია კი ჯგუფის ერთ-ერთი აუტსაიდერია. “სამურაებს” საკუთარი პრობლემები აქვთ: მოკრძალებული თამაში ამხანაგურ მატჩებში და შინჯი ოკაზაკის ტრავმა, რის გამოც, დიდი ალბათობით, ის გამოტოვებს ჩემპიონატს.

ჩემპიონატის წინ ამხანაგურ მატჩებში, კოლუმბია ორჯერ 0:0 ითამაშა, მაგრამ საფრანგეთი დაამარცხა – 3:2. იაპონიამ ბოლო მატჩში შეძლო პარაგვაი წაუგებელი სერიის შეწყვეტა – 4:2.

ურთიერთშეხვედრები

​როგორც უკვე ვთქვით, კოლუმბიამ და იაპონიამ 2014 წლის ჩემპიონატზე ითამაშეს ერთმანეთის პირისპირ და მაშინ, 4:1 ლათინოამერიკულმა გუნდმა მოიგო.

საინტერესო ფაქტები
– იაპონიისთვის ეს არის მეექვსე ჩემპიონატი და გუნდი ორჯერ მივიდა მერვედფინალამდე.
– აზიის შესარჩევში იაპონია ყველაზე მეტს ურტყამდა – საშუალოდ, 19.3 მატჩში.
– იაპონიას ბურთების საუკეთესო სხვაობა ჰქონდა აზიაში – +37. გუნდის ანგარიშზეა შვიდჯერ დიდი ანგარიშით მოგება.
– შესარჩევში კოლუმბიას არც ერთი გოლი არ გაუტანია საჯარიმოს გარედან.

რა თქვეს მწვრთნელებმა

ხოსე პეკერმანი (კოლუმბია):
„მოკლევადიან პერსპექტივაში ჩვენი ამოცანაა ჯგუფიდან გასვლა და ეს რთული ამოცანაა. ჩვენ ვალდებულნი ვართ, მეოთხედფინალში ვიყოთ, შემდეგ კი ამ შედეგის გაუმჯობესებაზე ვიზრუნოთ, მაგრამ დიდი პატივისცემით ვუყურებთ მომავალ მეტოქეებს. იმედი გვაქვს, არაფრით ჩამოვუვარდებით მათ”.

აკირა ნისინო (იაპონია):
„გუშინ, ოსაკოში დიდი მიწისძვრა მოხდა და ზოგიერთი ჩვენი მოთამაშე შოკირებულია – ისინი ნერვიულობენ ახლობელი ადამიანების გამო. ფსიქოლოგიური მდგომარეობა კარგი არ არის და ეს მაწუხებს”.

სავარაუდო შემადგენლობები
კოლუმბია (4-5-1): ოსპინაარიასი, მინა, საპატა, ფაბრა – სანჩესი, აგილარი, კუადრადო, ხამესი, მურიელი – ფალკაო.
იაპონია (4-5-1): კავასიმასაკაი, იოშიდა, მაკინო, ნაგატომოჰასებე, იამაგუტი, ჰონდა, კაგავა, უსამიოსაკო.

გადმოწერეთ ჩვენი უნიკალური აპლიკაცია FIFA 2018! Android

და თქვენ გექნებათ საშუალება ოპერატიულად გაეცნოთ ყველა საინტერესო სიახლეს, მატჩების ზუსტ განრიგს, შედეგებს LIVE-რეჟიმში და შექმნათ თქვენი პროგნოზი!

თამაშების ზუსტი განრიგი – მსოფლიო ჩემპიონატი პირველ არხზე!