კობლიაშვილი ფინალშია, ქაჯაია ბრინჯაოსთვის იჭიდავებს
კობლიაშვილი ფინალშია, ქაჯაია ბრინჯაოსთვის იჭიდავებს

რუსეთის ქალაქ კასპიისკში ჭიდაობის ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს.

ტურნირის პირველ დღეს ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში ნახევარფინალში ორი ქართველი სპორტსმენი – რობერტ კობლიაშვილი (87 კგ.) და იაკობ ქაჯაია (130 კგ.) გავიდნენ.

რობერტ კობლიაშვილმა ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში ბულგარელი ნიკიტა კლიმოვიჩი დაამარცხა და ხვალ ტურნირის ფინალში იჭიდავებს.

დაძაბული ბრძოლა გაიმართა იაკობ ქაჯაიას და რუს ვიტალი შურს შორის. პირველი ილეთი მასპინძელმა გააკეთა და 4:0 დაწინაურდა. ქაჯაიამ მალევე შესანიშნავი გდება გააკეთა და ანგარიში გაათანაბრა, თუმცა დაპირისპირების ბოლო წუთზე შურმა ქულა მოიპოვა და ფინალში გავიდა.

ბრინჯაოს მედლებისათვის იჭიდავებენ ნუგზარ წურუწუმია (55 კგ) და თორნიკე ძამაშვილიც (77 კგ.).

ფინალური ორთაბრძოლები ხვალ 19:00 საათზე დაიწყება.