კობიაშვილი კვარაცხელიას უკეთეს გუნდში გადასვლის მომხრეა - მომავალში გაცილებით ძლიერი შემადგენლობა გვეყოლება #1TVSPORT
კობიაშვილი კვარაცხელიას უკეთეს გუნდში გადასვლის მომხრეა - მომავალში გაცილებით ძლიერი შემადგენლობა გვეყოლება #1TVSPORT

ლევან კობიაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტში“ მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში საქართველოს ნაკრებში დამატებულ დებიუტანტებზე ილაპარაკა. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის თქმით, მათ სასტარტო სამ თამაშზე თავი კარგად გამოავლინეს.

„ნაკრებში იყვნენ დებიუტანტები – ჩაბრაძისა და გიორბელიძის დამატება ნამდვილად პოზიტივი იყო და მათ გუნდი გააძლიერეს. მიხარია, რომ ეს შანსი გამოიყენეს. არიან სხვა ფეხბურთელებიც და მერწმუნეთ, უახლოეს მატჩებში კიდევ გამოჩნდებიან მოთამაშეები, რომელთაც ძალიან დიდი მომავალი აქვთ. ეს არის ნიშანი სხვებისთვისაც, რომ ნაკრებში მოხვედრა მათაც შეუძლიათ“, – განაცხადა „ტაიმაუტში“ ლევან კობიაშვილმა.

მან ჯანო ანანიძის და ვაკო ყაზაიშვილის შესახებაც ილაპარაკა.

„ცხადია, ანანიძის დაბრუნება ძალიან გაგიხარდება მაგრამ ეს უპირველესად მის ჯანმრთელობაზე იქნება დამოკიდებული. ჩვენ არ გვაქვს იმის რესურსი, რომელიმე ფეხბურთელზე უარი ვთქვათ. სანაკრებოდ სხვა ხარისხია და სხვა კონდიციებია საჭირო და იმედია, ფორმას მალე აღიდგენს. ყაზაიშვილს რაც შეეხება, ის ახალ ქვეყანაშია, ორი კვირა კარანტინში იყო, აქ ჩამოსვლით მორიგი პრობლემა შეექმნებოდა და მოკლედ, მისი გადაადგილება პრობლემური იქნებოდა. დარწმუნებული ვარ, ის მომავალში ნაკრებს გამოადგება. სამწუხაროდ, ტრავმების გამო წიტაიშვილი და მიქაუტაძე ვერ დაგვეხმარნენ. იმედია, შემდეგი თამაშებისთვის ყველა ჯანმრთელად იქნება და დადასტურებით შემიძლია გითხრათ, რომ მომავალში გაცილებით ძლიერი შემადგენლობა გვეყოლება“.

ლევან კობიაშვილმა ხვიჩა კვარაცხელიაზეც ილაპარაკა.

კვარაცხელიათი დაინტერესებული გუნდების შესახებ ვერაფერს გეტყვით. მაგრამ სკაუტები არა მხოლოდ ამ მატჩების შემდეგ, აქამდეც ხშირად აწუხებდნენ – ეს ძალიან კარგია და გაგვიხარდება, რაც უფრო ძლიერ ჯგუფში მოხვდება. ზოგადად, ძალიან გვიხარია, რომ ჯგუფის თამაშებში ძალიან კარგი იყო, ჯანმრთელობას ვუსურვებ და ვქომაგობთ, რომ უკეთეს გუნდში მოხვდეს“.