კობი ბრაიანტი - „ლეიკერსი“ ბევრს გააოცებს
კობი ბრაიანტი - „ლეიკერსი“ ბევრს გააოცებს

„ლოს ანჯელეს ლეიკერსის“ ლეგენდამ კობი ბრაიანტმა თავისი მშობლიური გუნდის ახალი კომპლექტაცია აღნიშნა და ხაზი გაუსვა, რომ „ლეიკერსი“ წელს ბევრს გააოცებს.

„ბევრი დარჩება გაკვირვებული. რობ პელინკამ უნარიანად დააკომპლექტა გუნდი ფიზიკურად ძლიერი მოთამაშეებისგან. მას ესმის, რომ „გოლდენ სტეიტთან“ კონკურენცია სროლებში შეუძლებელი იქნება. საჭიროა, რაღაც განსხვავებულში აჯობონ მას. კერძოდ, ძალასა და სისწრაფეში. ამიტომ მან შეკრიბა შესაფერისი გუნდი. ეს არის ჯერაც ფორმის პიკზე მყოფი გამოცდილი მოთამაშეებისა და ახალგაზრდა ბიჭების ნაზავი. ეს სახიფათო მიქსია“, – აცხადებს ბრაიანტი.

„ლეიკერსმა“ ახალ სეზონში პირველი მატჩი სტუმრად „პორტლენდთან“ ჩაატარა და დამარცხდა.