კობი ბრაიანტი კინოფესტივალის ჟიურიდან გარიცხეს
კობი ბრაიანტი კინოფესტივალის ჟიურიდან გარიცხეს

„ლოს ანჯელეს ლეიკერსის“ ლეგენდარული მოთამაშე – კობი ბრაიანტი კინოფესტივალის (Animation is Film Festival) ჟიურიდან, 2003 წელს მომხდარი სკანდალის გამო გარიცხეს, როცა ის გაუპატიურებაში იყო დადანაშაულებული, – იტყობინება Yahoo Sports.

კინოფესტივალის ორგანიზატორებმა ეს გადაწყვეტილება ვებგვერდ Change.org-ზე გავრცელებული პეტიციის შემდეგ მიიღეს.

„ -ჩვენ ახალგაზრდა ორგანიზაცია ვართ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია კონცენტრაცია მოვახდინოთ ფილმებზე, მათ შემქმნელებსა და ფესტივალის მონაწილეებზე“ – თქვა ერიკ ბეკმანმა, ვინც იმ კომპანიის ხელმძღვანელია, რომელიც Animation is Film Festival-ს აწყობს.

შეგახსენებთ, რომ წელს, კობი ბრაიანტმა „ოსკარი“ ნომინაციაში – საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური ფილმი მიიღო. მის ნამუშევარს „ძვირფასო კალათბურთო“ ერქვა.