კლუბ „ბასიანთან“ სროლის ფაქტზე შსს-მ ერთი პირი დააკავა
კლუბ „ბასიანთან“ სროლის ფაქტზე შსს-მ ერთი პირი დააკავა

თბილისში, კლუბ „ბასიანთან“ სროლის ფაქტზე შსს-მ ერთი პირი დააკავა. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს. მომხდარის სხვა დეტალებზე უწყებაში ჯერჯერობით არ საუბრობენ.

კლუბ „ბასიანთან“ ცოტა ხნის წინ სროლა იყო. არსებული ინფორმაციით, დაჭრილია სამი ადამიანი. ერთ-ერთი ვერსიით, უცნობმა მამაკაცმა სროლა მას შემდეგ დაიწყო, რაც კლუბში შესვლაზე უარი უთხრეს.

მომხდარის შემდეგ, კლუბის სტუმრებს საპატრულო პოლიციამ ტერიტორია დაატოვებინა. ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.

დატოვე კომენტარი