კლოპმა უპასუხა შეკითხვას გერმანიის ნაკრებში შესაძლო დანიშვნაზე #1TVSPORT
„ლივერპულის“ ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა, რომელიც ამჟამად კომპანია „რედ ბულის“ საფეხბურთო მიმართულების ხელმძღვანელია, უპასუხა შეკითხვას გერმანიის ნაკრებში შესაძლო დანიშვნაზე.
„მე ჯერ ამაზე არ მიფიქრია. მესმის, რომ, როცა განიხილება ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანამდებობა, ჩემს სახელს ყოველთვის ახსენებენ. მაგრამ ახლა ის მომენტი არ არის, რომ ამაზე სერიოზულად ვილაპარაკოთ. აქ არაფერია სათქმელი.
მე მაქვს სამუშაო, რომელიც ძალიან მომწონს, და რამდენადაც ვიცი, ნაკრების მწვრთნელის თანამდებობა სამუშაოს შეთავსებას არ ითვალისწინებს“, – განაცხადა კლოპმა Magenta TV-სთან კომენტარში.
გერმანიის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის 1/16-ფინალში პენალტების სერიაში (1:1, 3:4) წააგო მატჩი პარაგვაისთან.