კლოპმა გერმანიის ნაკრების ფეხბურთელებისთვის მკაცრი წესები შემოიღო #1TVSPORT

23:25, 23.09.2026

ავტორიტეტულმა გერმანულმა გამოცემა Bild-მა დაწერა, რომ გერმანიის ნაკრების ახალმა მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა მკაცრი წესები შემოიღო ეროვნული გუნდის ფეხბურთელებისთვის. კერძოდ, „ლივერპულის“ ყოფილმა დამრიგებელმა მოთამაშეებს აუკრძალა ტელეფონები დარბაზში და მასაჟის დროს, თმის შეჭრა საწვრთნელი შეკრებებისას, ასევე ყველა ვალდებული იქნება ვახშამზე ერთ დათქმულ დროს გამოცხადდეს. გარდა ამისა, ოჯახის წევრების ვიზიტები მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში იქნება ნებადართული.

იურგენ კლოპმა გერმანიის ნაკრები 2026 წლის ზაფხულში ჩაიბარა.

მსგავსი