კლეი ტომპსონის აზრით, „ლეიკერსის“ ხუთეული ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში ერთ-ერთი საუკეთესოა
კლეი ტომპსონის აზრით, „ლეიკერსის“ ხუთეული ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში ერთ-ერთი საუკეთესოა

კლეი ტომპსონი და „გოლდენ სტეიტი“ დასავლეთ კონფერენციაში ბოლო ხუთი წლის განმავლობაში დომინირებდნენ, თუმცა ახალი სეზონიდან „ვორიორზს“ კევინ დურანტი აღარ ეყოლება და ახლა ირკვევა, რომ გუნდს ვერც კლეი ტომპსონი დაეხმარება, რომელსაც მუხლის საკმაოდ მძიმე ტრავმა აქვს.

„იესპიენთან“ (ESPN) ვრცელ ინტერვიუში კლეიმ მოახლოებულ სეზონზე და „გოლდენ სტეიტის“ შანსზე ისაუბრა. ტომპსონის თქმით, ახალ სეზონზე ჩემპიონობის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატი „ლოს ანჯელეს ლეიკერსი“ იქნება.

„როდესაც გუნდში ყველაზე ღირებული მოთამაშის (MVP) ორი კანდიდატი თამაშობს, ეს სურათს რადიკალურად ცვლის. „ლეიკერსში“ ენტონი დევისი და ლებრონ ჯეიმსი თამაშობენ. მათ კიდევ გამოცდილი მაღალი მოთამაშეები – ჯაველ მაკგი და დვაიტ ჰოვარდი ეხმარებიან. მე იმას ვგულისხმობ, რომ მათ შეუძლიათ სამწამიანიდან ნებისმიერი გუნდი დასაჯონ, ისე, როგორც ამას ძველი „ლეიკერსის“ გუნდი აკეთებდა“, – განაცხადა ტომპსონმა.

დატოვე კომენტარი