კიტეიშვილი „რაპიდთან“ მატჩში საუკეთესოდ აღიარეს #1TVSPORT
კიტეიშვილი „რაპიდთან“ მატჩში საუკეთესოდ აღიარეს #1TVSPORT

ოთარ კიტეიშვილმა, რომელმაც ავსტრიის ბუნდესლიგის მე-9 ტურში ვენაში „რაპიდთან“ გაიბრწყინა, მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს.

ვენას „ალიანს არენაზე“ გრაცის „შტურმმა“ მასპინძლები 3:0 დაამარცხა, საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა კი ორი საგოლე გადაცემა გააკეთა. 38-ე წუთზე კელვინ იებოას პირველი გოლის გატანაში დაეხმარა, ხოლო 82-ე წუთზე – ივან ლუბიჩს.

ოთარ კიტეიშვილს კარგი თამაში დაუფასდა – საერთაშორისო ანალიტიკურმა პორტალმა „სოპა სქორმა“ ორივე გუნდში საუკეთესო შეფასება დაუწერა – 10-ბალიან სისტემაში ქართველმა ნახევარმცველმა 8,4 ქულა მიიღო და მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა.

„შტურმი“ 20 ქულით მეორე ადგილზეა და მხოლოდ ლიდერს, „ზალხცბურგს“ (27) ჩამორჩება, რომელსაც ქულაც არ დაუკარგავს. ოთარ კიტეიშვილმა კი ცხრა მატჩში ანგარიშზე ერთი გოლი და ოთხი საგოლე გადაცემა ჩაიწერა.

„შტურმი“ მორიგ შეხვედრას 30 სექტემბერს ევროპის ლიგაზე ჩაატარებს – კიტეიშვილი და მისი გუნდი ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე საშინაო არენაზე „პსვ ეინდჰოვენს“ დაუპირისპირდება.