კილიან მბაპე ოფიციალურად მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელია #1TVSPORT
კილიან მბაპე ოფიციალურად მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელია #1TVSPORT

პოპულარულმა ვებგვერდმა TransferMarkt-მა ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელების განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა.

სიას სათავეში უდგას „პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდი კილიან მბაპე, რომლის ღირებულებაა 160 მილიონი ევრო. მეორე ადგილზეა „მანჩესტერ სიტის“ ფორვარდი ერლინგ ჰალანდი – 150 მილიონი. სამეულს ავსებს „რეალის“ გარემარბი ვინისიუსი – 120 მილიონი.

TOP 10 სრულად ასე გამოიყურება:

  1. კილიან მბაპე (პარი სენ-ჟერმენი) – 160 მლნ
  2. ერლინგ ჰალანდი (მანჩესტერ სიტი) – 150 მლნ
  3. ვინისიუსი (რეალი) – 120 მლნ
  4. პედრი (ბარსელონა) – 90 მლნ
  5. ჯუდ ბელინგემი (დორტმუნდი) – 90 მლნ
  6. ფილ ფოდენი (მანჩესტერ სიტი) – 90 მლნ
  7. მოჰამედ სალაჰი (ლივერპული) – 90 მლნ
  8. ჰარი კეინი (ტოტენჰემი) – 90 მლნ
  9. დუშან ვლაჰოვიჩი (იუვენტუსი) – 85 მლნ
  10. ბრუნო ფერნანდეში (მანჩესტერ იუნ) – 85 მლნ