„კიკერი“ (Kicker) - უეფა ევროთასებზე სტუმრად მეტი გოლის წესის გაუქმებას აპირებს
„კიკერი“ (Kicker) - უეფა ევროთასებზე სტუმრად მეტი გოლის წესის გაუქმებას აპირებს

ევროპული საკლუბო ტურნირების პლეი ოფში გასვლაზე გატანილი მეტი გოლის წესი, შესაძლოა, გაუქმდეს. ამის შესახებ ავტორიტეტული გერმანული გამოცემა „კიკერი“ (Kicker) წერს.

როგორც იტყობინებიან, უეფას აღმასკომი ამ ინიციატივას ოთხშაბათს, 6 თებერვალს რომში განიხილავს.
მოქმედი წესის თანახმად, ორი მატჩის ჯამში თანაბარი ანგარიშის შემთხვევაში, შემდეგ ეტაპზე გადის ის გუნდი, რომელმაც გასვლით მატჩში უფრო მეტი გოლი გაიტანა. ევროთასებზე ამგვარი რეგლამენტი 1965 წლიდან მოქმედებს.

უეფაში მიაჩნიათ, რომ ახლა სტუმრად გოლის გატანა უფრო იოლია, ვიდრე ძველად, ამიტომაც გაჩნდა ამ წესის გაუქმების ინიციატივა.