ხვიჩა კვარაცხელია „ლივერპულთან“ სასტარტო შემადგენლობაშია - ქართული დროშა ინგლისში ააფრიალეს #1TVSPORT
ხვიჩა კვარაცხელია „ლივერპულთან“ სასტარტო შემადგენლობაშია - ქართული დროშა ინგლისში ააფრიალეს #1TVSPORT

ჩემპიონთა ლიგაზე „ლივერპულთან“ მატჩზე „ნაპოლის“ და ხვიჩა კვარაცხელიას საგულშემატკივროდ ქართველი გულშემატკივრების ჯგუფი ჩავიდა – ინფორმაციას იტალიური გამოცემა corriere dello sport ავრცელებს.

 

კვარაცხელიამანია ლივერპულში, „ენფილდზე“ განსაკუთრებული გულშემატკივრები იქნებიან

„You never walk only (არასოდეს ივლი მარტო) „ლივერპულის“ ჰიმნია, რომელსაც წითლების გულშემატკივრები ჩვეულებისამებრ შეასრულებენ „ენფილდ როუდზე“ „ნაპოლისთან” ჩემპიონთა ლიგის მატჩის წინ.

„ნაპოლის“ ქართველი მოთამაშე უკვე ვარსკვლავია და პირველ მატჩში იურგენ კლოპის გუნდთან 4:1 მოგებაში დიდი როლი ითამაშა. ის ლივერპულშიც ითამაშებს რამდენიმე თანამემამულის „თანხლებით“, რომლებიც ალბიონზე თავიანთი კერპის მხარდასაჭერად გაემგზავრნენ.

ისინი ტრიბუნაზე ნეაპოლელ გულშემატკივრებს შეერევიან, რათა ისიამოვნონ კვარაცხელიას თამაშით და შესაძლოა, მატჩის ბოლოს საჩუქრად მიიღონ მისი მაისური“, – წერს იტალიური გამოცემა.

ამასობაში გუნდების მწვრთნელებმა გამოაქვეყნეს შემადგენლობები. ხვიჩა კვარაცხელია თამაშს სასტარტოში დაიწყებს.