ხვიჩა კვარაცხელია - ჩემპიონთა ლიგაზე დიდი გზა გვაქვს გასავლელი #1TVSPORT
„პარი სენ-ჟერმენის“ ქართველმა თავდამსხმელმა, ხვიჩა კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგაზე „ლევერკუზენთან“ ჩატარებული მატჩის შესახებ Canal Plus-თან კომენტარი გააკეთა.
„დიახ, ჩემპიონთა ლიგის კიდევ ერთხელ მოგება გვსურს, თუმცა იქამდე დიდი გზაა გასავლელი. ვიცით, კარგად თამაში შეგვიძლია. დღევანდელი მატჩი ძალიან მნიშვნელოვანი იყო, სწრაფი გოლი გავიტანეთ და უკეთესები ვიყავით ყველა ასპექტში.
რას ვიტყვი შემდეგ მეტოქეზე, მიუნხენის „ბაიერნზე?“ ვფიქრობ, ყველა თამაში მესიჯია ჩვენი თითოეული მოწინააღმდეგისთვის. საკუთარ თავზე ვართ კონცენტრირებული და არა სხვა გუნდებზე, მოედანზე მოსაგებად გავდივართ.
რაც შეეხება ჩემს გოლს, კარგი გამოვიდა. ცოტა შემეშინდა, ვიფიქრე, ავაცილე-მეთქი, მაგრამ მადლობა ღმერთს“, – განაცხადა კვარაცხელიამ.
ქართველმა ფეხბურთელმა ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში ორი გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა. „პარი სენ-ჟერმენს“ სამი ტურის შემდეგ სამი გამარჯვება აქვს, ხოლო მიუნხენის „ბაიერნს“ 4 ნოემბერს უმასპინძლებს.