ხვალ თასის წილისყრა გაიმართება – ჯილდოსთის ბრძოლას ეროვნული ლიგის შვიდი გუნდი აგრძელებს

18:16, 18.04.2019

საქართველოს თასის მიმდინარე გათამაშების ყველა მერვედფინალისტი ცნობილია. დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშებსი 1/16-ფინალში წარმატებას ამ გუნდებმა მიაღწიეს – თბილისი სითი, გარეჯი, მარტვილის მერანი, სიონი, სამტრედია, თბილისის დინამო, საბურთალო, ლანჩხუთის გურია, თბილისის მერანი, ზუგდიდი, გაგრა, რუსთავი, ქუთაისის ტორპედო, თელავი, სპაერი და თბილისის ლოკომოტივი.

საქართველოს თასის მერვედფინალური ეტაპის წილისყრა 19 აპრილს 17:00 საათზე გაიმართება. წილისყრას საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია უმასპინძლებს.

საქართველსო თასზე სენსაცია ბევრჯერ მომხდარა, მაგრამ წელს უნიკალური ამბავი მოხდა: 32 მერვედფიანლისტიდან კრისტალბეთ ეროვნულ ლიგას მხოლოდ ხუთი გუნდი წარმოადგენს, ლიგა 2-ს -შვიდი, ლიგა 3-ს – ერთი, ხოლო ლიგა 4-ს – სამი, რაც ასევე მოულოდნელი შედეგია.

ტრადიციულად, შემდეგ ეტაპზე გამსვლელი გუნდები ერთმატჩიანი დაპირისპირებაში გამოვლინდებიან, მატჩის მასპინძლობის უფლება კი დაბალი ლიგის გუნდს ექნება.

მსგავსი