ხვალ ევროპის ჩემპიონატზე შავდათუაშვილი, ტატალაშვილი და მარგიანი იჭიდავებენ
ხვალ ევროპის ჩემპიონატზე შავდათუაშვილი, ტატალაშვილი და მარგიანი იჭიდავებენ

ოლიმპიური და ევროპის ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილი კენჭისყრის თანახმად ფინალამდე მისთვის ყველაზე უხერხულ მეტოქეებს აზერბაიჯანელ ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონ ორხან საფაროვსა და ისრაელის წარმომადგენელ ტოჰარ ბუტბულს ვერ შეხვდება.

შავდათუაშვილი პირველ წრეში ისვენებს, შემდეგ კი მისი მეტოქე გერმანელ იგორ ვანდტკესა და მასპინძელი ორონ გინერს შორის გამარჯვებული იქნება.
81-ში ევროპის ორგზის ფინალისტი ნუგზარ ტატალაშვილი პირველივე წრეში სერბ მსოფლიო ჩემპიონატის ფინალისტ სრდან მრვალჯევიჩს ხვდება, მოგებული კი ბულგარელი ივაილო ივანოვის მეტოქე იქნება.

მსოფლიო ჩემპიონატის პრიზიორი უშანგი მარგიანი (90) ჯგუფში სერბ ევროპის ჩემპიონ ალექსანდრ კუკოლთან მოხვდა, თუმცა ბადის სხვადასხვა მხარეს არიან და ისინი ერთმანეთს 1/4 ფინალამდე არ შეხვდებიან.

მარგიანი პირველ წრეში ისვენებს, თუმცა შემდეგ მისი სავარაუდო მეტოქე ბელგიელი ევროპის ორგზის მედალოსანი იოახიმ ბოტიუ უნდა იყოს, რადგან ბელგიელი პირველ შეხვედრაში უნდა კვიპროსელი გეორგიოს კრუსანიოტაკისის მეტოქეა.

18:00 საათიდან პირველი არხი ფინალური შეხვედრების რეპორტაჟს პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ.