ხუთი წუთი დებიუტისთვის - ყაზაიშვილმა სამხრეთ კორეაში პირველად ითამაშა [ვიდეო] #1TVSPORT

საქართველოს ნაკრების შემტევმა ნახევარმცველმა, ვაკო ყაზაიშვილმა თავის ახალ კლუბში, სამხრეთკორეულულსან ჰუნდაიში“ სადებიუტო შეხვედრა „პოჰანგის“ წინააღმდეგ ჩაატარა. 

ეს სამხრეთ კორეის საფეხბურთო ლიგის მე-4 ტურში მოხდა. „პოჰანგის“ ვაკო ყაზაიშვილი გუნდს მასპინძლობდა. საქართველოს ნაკრების 28 წლის ნახევარმცველი ბოლოს ამერიკულ „სან ხოსეში“ თამაშობდა, მაგრამ გასული წლის ბოლოს გუნდმა კონტრაქტი აღარ გაუხანგრძლივა და ორი თვე უგუნდოდ იყო დარჩენილი. სამხრეთ კორეის „ულსან ჰიუნდაისთან“ ვაკომ კონტრაქტი 16 თებერვალს გააფორმა, მაგრამ კონდიციების აღსადგენად და ფორმაში შესასვლელად დრო დასჭირდა.

ულსანი“ აქამდე ასპროცენტიანი შედეგით ლიდერი იყო, მაგრამ ქულები დაკარგა. ანგარიში ყაზაიშვილის თანაგუნდელმა, კიმ მინ-იუნმა 23-ე წუთზე გახსნა, მაგრამ „პოჰანგისშემტევმა, სნგ მინ კიუმ 74-ე წუთზე წონასწორობა აღადგინა და საბოლოო ანგარიში დააფიქისრა – 1:1.

შეგახსენებთ, რომ ყაზაიშვილის ახალი გუნდი სამხრეთ კორეის ვიცე-ჩემპიონი და აზიის ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია. ოთხი ტურის შემდეგ „ულსანის“ ჩემპიონატის ლიდერია – გუნდმა 10 ქულა დააგროვა, ისევე როგორც „ჯეონბუკმა“, მაგრამ ბურთების უკეთესი სხვაობით პირველ ადგილზეა.