ყაზაიშვილი სამხრეთ კორეის ჩემპიონატში ითამაშებს - ქართველი ნახევარმცველი „ულსანში“ ჩაირიცხა
საქართველოს ნაკრების წევრი, ვაკო ყაზაიშვილი კარიერას სამხრეთ კორეის ჩემპიონატში გააგრძელებს.
ქართველმა ნახევარმცველმა კონტრაქტი „ულსანთან“ გააფორმა და აზიის ერთ-ერტი ტიტულოვანი კლუბის ღირსებას დაიცავს.
აღსანიშნავია, რომ ქართველი ლეგიონერის კლუბი აზიის ჩემპიონთა ლიგის მოქმედი გამარჯვებულია. ეს პრესტიჟული ტურნირი კი „ულსანმა“ პირველად 2012 წელს მოიგო.
ვაკო ყაზაიშვილი ბოლოს ამერიკულ „სან ხოსეში“ თამაშობდა, რომელიც თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა.