ხუან მარტინ დელ პოტრო - ბასილაშვილი ბრწყინვალე იყო
ხუან მარტინ დელ პოტრო - ბასილაშვილი ბრწყინვალე იყო

ჩინეთის ღია პირველობის დასრულების შემდეგ, ფინალისტებმა პირველი კომენტარები გააკეთეს. ხუან მარტინ დელ პოტრომ ნიკოლოზ ბასილაშვილი შეაქო და მას ღირსეული ჩემპიონი უწოდა.

„ფინალამდე მივაღწიე და ყველაფერი გავაკეთე მის მოსაგებად. მე ორი მატჩ პოინტი მოვიგერიე, მაგრამ ტურნირს ღირსეული გამარჯვებული ჰყავს. ბასილაშვილი ამ შეხვედრაში უბრალოდ ბრწყინვალე იყო. ძალიან დიდი მადლობა ყველას, ვინც მგულშემატკივრობდა.“ – განაცხადა არგენტინელმა ჩოგბურთელმა.

ნიკოლოზ ბასილაშვილმა საუბარი დელ პოტროსადმი პატივისცემის გამოხატვით დაიწყო და თქვა, რომ  სამხრეთ ამერიკელთან კორტის გაზიარება მისთვის ძალიან ბევრს ნიშნავს.

„პირველ რიგში, მინდა ჩემი პატივისცემა გამოვხატო მოწინააღგმდეგის მიმართ. დიდი პატივია მასთან კორტის გაზიარება, ჩემთვის ეს ძალიან ბევრს ნიშნავს. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ჩემს მწვრთნელს. მადლობა სპონსორებს, რომლებმაც აქ თამაშის შანსი მომცეს. ტურნირი დასაწყისიდან დასასრულამდე დაუჯერებლად კარგი იყო.“ – განაცხადა ბასილაშვილმა.

 

View this post on Instagram

Beijing ,Thank you ❤️

A post shared by Nikoloz Basilashvili (@nikolozbasilashvili) on

შეგახსენებთ, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილმა ჩინეთის ღია პირველობა მოიგო. მისთვის ეს მეორე ამ რანგის ტურნირი გახლდათ, რომელიც პირველ ადგილზე დაასრულა. პირველი ტიტული მან 2018 წლის ივლისში, ჰამბურგში მოიპოვა.