ხოსე ბორდალასი - „სევილიასთან“ ბავშვური შეცდომების გამო წავაგეთ #1TVSPORT
ხოსე ბორდალასი - „სევილიასთან“ ბავშვური შეცდომების გამო წავაგეთ #1TVSPORT

„ვალენსიას“ მთავარმა მწვრთნელმა ხოსე ბორდალასმასევილიასთან“ ლა ლიგის მე-6 ტურში მტკივნეული მარცხის (3:1) შემდეგ, პრესკონფერენციაზე მიზეზად ბავშვური შეცდომები დაასახელა, რომელიც გუნდმა თამაშის დასაწყისში დაუშვა.

„ფიზიკურ გადაღლაზე ლაპარაკი არ მსურს. მარცხი პროფესიული ფეხბურთისთვის შეუფერებელი, ბავშვური შეცდომებით იყო გამოწვეული. თამაშის ბედი პირველ 20 წუთში გადაწყდა. მეორე ტაიმში ასეთ ანგარიშზე „სევილიას“ მსგავსი მეტოქის წინააღმდეგ თამაშის შემოტრიალება რთული იყო. ჩვენი რამდენიმე მნიშვნელოვანი ფეხბურთელი ტრავმირებულია და მათი არყოფნა გუნდს დაეტყო. მაგრამ ლა ლიგაში ამდენის გაშვება 22 წუთში არ შეიძლება“, – განაცხადა ხოსე ბორდალასმა.

„ვალენსიას“ მწვრთნელის თქმით, მატჩის შემდეგ ამ შეცდომებზე მოთამაშეებს ელაპარაკა.

„გასახდელში მკაფიოდ ვთქვი, რომ ეს იყო ძალიან სერიოზული შეცდომები. „სევილიას“ დამსახურებას არ ვაკნინებ, მაგრამ ამ შეცდომებმა შედეგზე დიდი გავლენა მოახდინეს. ჩვენ შეგვიძლია გადავხედოთ გოლებს, მესამე გოლი საერთოდ სასაცილო იყო. ახლა არ არის ამის შეფასების დრო, მაგრამ ჩვენ თამაში უნდა გავაუმჯობესოთ. ჩემი, როგორც მწვრთნელის, პასუხისმგებლობაა, რომ მოთამაშეებმა შესაძლებლობის 100% აჩვენონ“.